“ქართული ოცნება” VS “ნაციონალური მოძრაობა” – მარტვილში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მარტვილში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან, დაახლოებით, 10 დღეში ჩატარდება. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საოლქო კომისიაში დარღვევების შესახებ არაერთი განაცხადია შესული.

მარტვილის საოლქო საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას, ინფორმაციით, ის დარღვევები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დააფიქსირეს, არსებულ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

უკვე არსებული მონაცემებით, მარტვილის საკრებულოში სულ 5 პარტია შევა, აქედან კი უმრავლესობა მმართველ პარტიას ექნება.

ნაციონალური მოძრაობის მარტვილის მერობის კანდიდატი, მამუკა დანელია, აცხადებს, რომ მას გამარჯვებაში ხელი ხელისუფლებამ შეუშალა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ გამოიყენეს სამთავრობო რესურსი და იყო ამომრჩევლის დაშინების მცდელობები.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ისეთი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ჰქონდა ადგილები, დაშინების ფაქტებს, მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტებს. ერთი ოჯახიდან ორ-ორი და სამ-სამი კოორდინატორები დანიშნეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ მაქსიმალურად შეეცვალათ საერთო განწყობები მოსახლეობაში,“ – განაცხადა მამუკა დანელიამ.

ნაციონალური მოძრაობის მარტვილის მერობის კანდიდატმა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც მისი ნომერი შემოხაზა.

„ამ მოსახლეობამ მოგვცა ჩვენ მანდატი, საკრებულოში გავიყვანთ 10 დეპუტატი და მე, პირადად, გადასული ვარ მეორე ტურზე. ეს არის გმირი მარტვილელი მოსახლეობის დამსახურება,“ – აცხადებს მამუკა დანელია.

ქართული ოცნების კანდიდატი კი ამბობს, რომ სულ სხვა შედეგებს ელოდა და ამბობს, რომ თუკი მეორე ტური შედგა, აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.

banner
წინა სტატიაში,ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის”
შემდეგი სტატიაოზურგეთში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება