ქართული ოცნება ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი – ბობოხიძე მელიას დაბარებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.
ბობოხიძის თქმით, მსგავსი ზეწოლით ქართული ოცნება ცდილობს, რომ შეიყვანოს ოპოზიცია პარლამენტში, თუმცა ხელისუფლება კვლავ მცდარ გზას ადგას.
„ქართული ოცნება კვლავ ცდილობს, რომ რამენაირად პარლამენტში იხილოს ოპოზიციის წარმომადგენლები, კვლავ მცდარ გზას ადგანან, რადგან მსგავსი ზეწოლები პირიქით, ბრძოლისუნარიოანობას და ჩვენს დამოკიდებულებას გააძლიერებს და არცერთ შემთხვევაში არ შეცვლის.
ქართული ოცნება ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები და საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი. რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, აქ საერთოდ უცნაურ რამეს აკეთებს, რადგან ნიკა მელია მათივე გადაწყვეტილებით არის დეპუტატი და მას იცავს სადეპუტატო იმუნიტეტი, ამიტომ, სანამ პროკურატურაში დაიბარებენ, კეთილი ინებონ, მოუხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება, მითუმეტეს რომ, ბატონ ნიკას ეს განცხადება უკვე დაწერილი აქვს.“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიახოშტარია: ხელისუფლება გახელაძის ოჯახზე ზეწოლას ახდენდა, ოპოზიციას არ გაეკაროთო