„ქართული ოცნება”: ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” პროკურატურის მიერ დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს, რომ ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

”დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„ქართული ოცნება“ ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა – ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც”, – აცხადებენ პარტიაში.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

banner
წინა სტატიაშიუჩა კანდელაკი გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, «ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის» აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ერთადერთი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტს ვერ გავაკრიტიკებ