“ქართული ოცნება” უპრეცედენტო სკანდალშია – სამი ჟურნალისტის ერთწლიანი გამოძიების შედეგი

“ქართულმა ოცნებამ” ხალხის წინააღმდეგ მომწამლავი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება BBC-მ მოამზადა. სამი გამოცდილი გამომძიებელი ჟურნალისტი ერთი წელი არკვევდა, რით მოწამლეს ხალხი საქართველოში – საბოლოოდ კი კვალი ბრომობენზილ ციანიდამდე მივიდა. ამ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია. “კამიტი” საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. იმის გამო, რომ საშიშ ნაერთს ხანგრძლივი ეფექტი გააჩნია, ის ასი წლის წინ აკრძალეს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მოპოვებული დოკუმენტით BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაში გააჩნია ქიმიური აგენტები. ეს ის ნივთიერებაა, რომელითაც შარშან აქციების დროს მშვიდობიანი მომიტინგეები მოწამლეს. ბრიტანულ BBC-ის, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს, რომ არსებობს პროტოკოლი, როგორ და რა ფორმით უნდა გაურიონ წყლის ჭავლში ქიმიური ნაერთები.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, შეიარაღების ყოფილი უფროსი BBC-ის უყვება, რომ საკუთარი თვალთ აქვს ნანახი ის ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც წყლის ჭავლში ურევდნენ, ნაწილი 20 ლიტრიან, ნაწილი კი 1 კილოგრამიან კონტეინერებში იყო შენახული. ლაშა შერგელაშვილი BBC-ის უყვება, რომ ეს ნივთიერება მათ წვრთნების დროს გამოსცადეს და ნახეს მძიმე ეფექტი ჰქონდა.

BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიებით, “ქართული ოცნება” უზარმაზარ საერთაშირისო სკანდალშია გახვეული. რეზონანსიდან გამომდინარე ეს ამბავი ერთ ჟურნალისტურ გამოძიებად ვერ დარჩება. ქიმიური ნაერთის ხალხის წინააღმდეგ გამოყენება, სავარაუდოდ საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდება. გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში BBC-ის უთხრა, რომ ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და მათ უნდა იცოდნენ რა ნივთიერებებით მოწამლეს ადამიანები.

banner
წინა სტატიაშიმაგნიტსკის აქტის შემქმნელი “ოცნების” მიერ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე: “ეს თავად მოიფიქრეს, თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს”
შემდეგი სტატია“ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს” – გომელაური