„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ კვლავ უკანონო ჩანაწერებითა და მსგავი ტიპის უტიფარი ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას“- გიგა ბოკერია

„მსგავსი ტიპის გამოძიებები არჩევნების დამთავრებისთანავე მალევე წყდება, რადგან ყველამ იცის რომ უტიფარი სიცრუე და წინასაარჩევნო ხრიკია“ – ამის შესახებ „ევროპული საქართვლოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე მსგავსი ჩანაწერების შინაარსში საერთოდ არ შევდივარ, იმდენად სკანდალური და უკანონოა ხოლმე ის რა ფორმითაც ხდება ეს ყველაფერი. გვითხრეს, რომ მოსამართლის თანხმობით მოხდაო, რა წინაპირობით იყო მსგავსი ტიპის მიყურადება ესეც უნდა ვიცოდეთ, ჩვენი სასამართლოს პირობებში ეგ ტესტიც არაა დაცული. არც ფაბრიკაციებისგან არ ვართ დაცული, ბევრჯერ გვინახავს ამ ხელისუფლებისგან. თუმცა რაც გვანახეს და რაც მოვისმინეთ, გარდა იმისა რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურად კრიტიკული აზრი ამა თუ იმ მოსაზრებაზე, ამის მეტი საერთოდ არაფერია იმ ჩანაწერში, აბსურდია, რაზეც ისინი საუბრობენ სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით. თან, რაც მთავარია, ჩვენ წლების განმავლობაში ერთი და იმავე სცენარის გამეორებას ვხედავთ. გვქონია ამაზე უფრო მეტი ძალისხმევით დაწყებული გამოძიებები, უმძიმესი ბრალდებებით, გადატრიალება , დამხობა ხელისუფლების და ა.შ, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ეს გამოძიებებიც წყდება, იმიტომ რომ ყველამ იცის, რომ სიცრუე და მორიგი უტიფარი წინასაარჩევნო ხრიკია. როგორც ჩანს, ეს არის ის სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ხდება ძალის დემონსტრირება და მათი მომხრეების იმ ნაწილისთვის, ვინც არ არის ადმინისტრაციულ ვერტიკალში, ჩვენება იმსი, რომ თუ წინასაარჩევნოდ არ იკადრებენ ყველაფერს, მაშინ მათ მდგომაროებას ხიფათი ელის. ეგ არ არის ის ფაქტორი, რომელიც რამე როლს უნდა თამაშობდეს ან ითამაშებს. ყოველგვარი საყვედურის გარეშე ვიტყვი, რომ პირველ ტურში 200 000 კაცით ნაკლები მოვიდა ვიდრე 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა თუ იმავე დოზით მაინც მოხდება საპროტესტო ამომრჩევლის გამოცხადება მეორე ტურებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უჭირს ოცნებას, იქნება გარანტია მათი მარცხისა. არ გამოცხადება და რაოდენობის დაკლება კი პირიქით იქნება შანსი რეჟიმისთვის რაღაც ტიპის მანიპულაციებისა, რომ არალეგალური მეთოდებით შეინარჩუნონ, გაიხანგრძლივონ ძალაუფლება და გაზარდონ კიდევ უფრო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.“ – განაცხადა ბოკერიამ

ცნობისთვის, სუსმა ჩატარებულ ბრიფინგზე, სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ჩაწერილი აუდიჩანაწერი გაავრცელა და მასზე გამოძიების დაწყება დაანონსა.“- გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქეთევან კოვზიაშვილი:შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას