„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებულ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმას გეგმავს

„როდესაც არ იყო კოვიდი, ჩვენ გვქონდა პრეცედენტები, როცა 10-ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ჩვენს წინასაარჩევნო ღონისძიებებზე. შარშან, ჩვენ ამაზე ვთქვით უარი. ალბათ, წელსაც მივიღებთ მსგავს გადაწყვეტილებას, რომ ასეთი მასობრივი შეკრებები, წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით, არ იქნება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ის ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივაში.

„აქამდეც, რეგულაციების გარეშეც, ამას ყველა წესის დაცვით ვმოქმედებდით, დისტანციის დაცვით და მაშინაც, როცა ღია სივრცეში პირბადე სავალდებულო არ იყო, თითოეული ჩვენგანი ვიყენებდით პირბადეს. ანუ, რეგულაციების გარეშეც ვიცავდით წესებს. შესაბამისად, ჩვენი მიგდომა იქნება პასუხისმგებლიანი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების თანამშრომლები მოსახლეობას ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმა, რომლებიც სოფლებში ვაქცინაციას ახორციელებენ