“ქართული ოცნება” წინა ხელისუფლებაზე უარესია – ჩხეიძე

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესია- განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს უსმენენ.

„მინდა გამოვთქვა ჩემი წუხილი იმის გამო, რომ პარლამენტში, სესიებზეც და კომიტეტის სხდომებზეც, არასასურველ ტრადიციად დამკვიდრდა გამუდმებით იმის აღნიშვნა, თუ რამდენად ცუდი იყო ძველი ხელისუფლება და რამდენად კარგია ახალი ხელისუფლება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ძველი ხელისუფლება არ იყო კარგი, მაგრამ არც ახალი უქნია ღმერთს. მოდით, ნუ დავეყრდნობით ჩემს შეხედულებებს და გავიხსენოთ მაკიაველი, რომელმაც ბრძანა, რომ ახალი ხელისუფლება ძველზე უარესიაო“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამ განცხადების შემდეგ ნატო ჩხეიძეს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჰკითხა, თვლიდა თუ არა ის, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესია, რაზეც ჩხეიძემ უპასუხა, რომ სწორედ ამის თქმა სურდა.

„დიახ, მაგის თქმა მინდა, რომ უარესია,“ – უპასუხა ჩხეიძემ კილაძეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან მცირე ინციდენტი მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი – ირაკლი კობახიძე და ეს ადამიანები რომ არ არსებობდნენ, უნდა მოიგონო, ხან ღილაკები ერევათ, ხან შეტყობინებები