“ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი – რებეკა ჰარმსი

“ქართული ოცნება” თუ კოშმარი”, – ასე ეხმაურება ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.

ჰარმსი ტვიტერზე წერს, რომ კანონი “უცხოური აგენტების შესახებ” რუსულია, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლაა.

“ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი და მოწამლავს მთელ დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას”, – წერს რებეკა ჰარმსი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპარტიებს, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან, თავმჯდომარედ ჰყავთ მამაკაცი – სუბარი
შემდეგი სტატიაპრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება “ქართულ ოცნებაში” – ჟიგიმანტას პავილიონისი