“ქართული ოცნება” თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებაზე უარის თქმას არც კი განიხილავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ს გაერთიანებაზე უარის თქმას “ქართული ოცნების” ლიდერი არც კი განიხილავს. ირაკლი კობახიძემ პროტესტს უპასუხა, თქვა, რომ “ტექნიკური უნივერსიტეტის” პირველადი ფუნქცია წლებთან ერთად გაანადგურეს და სასწავლებელში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კადრებს უნდა ზრდიდეს, ინჟინრები საძებარია.

ირაკლი კობახიძესთან დღეს დაპირისპირებაში “ტექნიკური უნივერსიტეტის” რექტორი არ შედის.  დავით გურგენიძე ამტკიცებს, ინჟინრებს ზრდის, თუმცა ფიქრობს რომ პრემიერი ისეთ სპეციალობებზე საუბრობდა, რომელის სწავლებაც მათ ჯერ არ დაუწყიათ. “ტექნიკური უნივერსიტეტის” რექტორს ისევ იმედი აქვს, რომ კობახიძე გაერთიანებაზე უარს თხოვნით ათქმევინებს.

„ქართული ოცნება“ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. “ტექნიკური უნივერსიტეტის” შთანთაქმა გარდაუვალია, მაგრამ პროფესორები მაინც იბრძვიან. ბიძინა ივანიშვილისთვის გასულ კვირას გაგზავნილი საჯარო მიმართვა პასუხგაუცემელია, რაც უფრო დრო გადის ისინი უფრო მეტად რწმუნდებიან,  რომ თხოვნით რეალობას ვერ შეცვლიან.

ის, ვინც ზუსტად იაზრებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი  უბრალოდ გაქრობის საფრთხის წინაშეა,  ქუჩაში დგას. დღეს სასწავლებლის წინ ლექტორებისა და სტუდენტების დიდი  საპროტესტო აქცია  იყო.

banner
წინა სტატიაშიშვედი დეპუტატი ივანიშვილზე: “ევროპამ უნდა გააგრძელოს ოლიგარქზე ზეწოლა”
შემდეგი სტატია“ჰიუმან რაითს ვოჩის” ანგარიში: “ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოების განადგურება და კრიტიკული მედიის გაჩუმება უნდა”