პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერტებულ შტატებთან ურთიერთობაში “ქართული ოცნება“ არანაირი ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.
ცქიტიშვილის თქმით, მმართველი გუნდი რუსეთთან და ირანთან აღებულ ვალდებულებებს მარტივად უკან ვერ წაიღებს და ამის უფლებას არც მისცემენ.
“ელოდებიან ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დასტაბილურდეს სიტუაცია, დაუბრუნდეს თავის გეოპოლიტიკური ორიენტირს, გაასწოროს და დაბრუნდეს ძველ კალაპოტში, და შიდა დემოკრატიული პროცესები დაარეგულიროს. მე ეჭვი მეპარება, რამე თვისობრივი ცვლილება განახორციელოს “ქართულმა ოცნებამ“, რადგან ის თავისი პოლიტიკის ტყვეობაშია. მას რა ვალდებულებებიც ჰქონდა აღებული რუსეთთან და ირანთან, ამ ვალდებულებების ასე მარტივად უკან წაღება, ალბათ, ამის უფლებას არ მისცემენ. ამიტომაც, არ ვიცი, მათთვის ჩიხურ მდგომარეობაში როგორ მოიქცევიან”, – ამბობს ტვ პირველთან ცქიტიშვილი.















