9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

„ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ – კშიშტოფ ბრეიზა

„ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ – დროა, სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” სურს, ქვეყანა საბჭოთა დროში დააბრუნოს.

“მათ სურთ, მთელი საქართველო „დელორეანში“ – მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას – ეს ისეთი რამაა, რასაც კომუნისტებიც კი შეშურდებოდათ. ეს რეკონსტრუქციის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ „მწვანე“ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის- ევროკომისარი
შემდეგი სტატია“პოლიტიკა მკვდარია… მარჩიელობა კობახიძის მოხსნაზე სასაცილოა” – ლევან სანიკიძე