“ქართული ოცნება”: სესხი პარტიამ კანონის შესაბამისად აიღო და მას არჩევნების შემდეგ დაფარავს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიამ “ქართუ ბანკისგან” ერთი მილიონი დოლარი 11 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთით ისესხა.

მისი თქმით, პარტია ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება, თუმცა მიმდინარე კამპანიის ხარჯების დასაფარად, დამატებითი თანხა გახდა საჭირო.

“ჩვენ გვაქვს სხვა წყაროებიც დაფინანსების, ძირითადი წყარო შემოწირულობებია, თუმცა დამატებით გვესაჭიროებოდა ერთ მილიონიანი სესხის აღება იმისათვის, რომ მიმდინარე კამპანიის ხარჯები დაგვეფარა. საუბარია ჩვეულებრივ სესხზე კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ მილიონის ფარგლებში იძლევა კანონმდებლობა საარჩევნოდ, სუბიექტებისთვის სესხის აღების შესაძლებლობას. ჩვენ ავიღეთ ეს სესხი, ჩვეულებრივი საბაზრო განაკვეთით – 11%-იანი საპროცენტო განაკვეთით”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა მკვეთრი სუნი კვლავ დაფიქსირდეს – “გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
შემდეგი სტატია“ლიბერთი ბანკი” დღეს უკვე მეორედ დააყაჩაღეს