“ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატს არ წარადგენს

საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კანდიდატს არ წარადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღეს შედგა პარტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ჩართვის თაობაზე. მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატების სრულ სიას გადახედავს და მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს.

“ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს წევრების, მთავრობის წარმომადგენლებისა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაში,,მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და ყველა მათ წინაშე, რომლებმაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ვეღარ აცოცხლეს “
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო – რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს, ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს