“ქართული ოცნება“ სამწუხაროდ ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი ორი”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩია მისი წინამორბედის “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრობირებული გზა.

ბურჯანაძის თქმით, კორცხელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუმერანგივით მოუბრუნდა ის ძალადობა, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა საკუთარი ხალხის და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ გახდა და ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი ორი. „ქართული ოცნების“ გუშინდელი ქმედებები და განცხადებები ერთი -ერთით იმეორებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებს და განცხადებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ის რასაც მე ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას, ძალიან ნათლად დადასტურდა გუშინ. ის რაც გუშინ ხდებოდა იყო აბსოლიტურად მოუღებელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის. ეს იყო „ქართული ოცნების“ უსუსურობის, „ქართული ოცნების“ არაპროფესიონალიზმის და „ქართული ოცნების“ განაცების გზის მაჩვენებელი. ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ გაუკეთებდა „ქართულ ოცნებას“ იმას რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გაუკეთა. იმის ნაცვლად რომ წლების განმავლობაში სამართლიანობა აღედგინა კანონით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ქმედებები „ქართულმა ოცნებამ“ მუშტი კრივში გამოხატა. არა იმიტომ რო „ქართული ოცნება“ ამას ვერ აკონტროლებს, იმიტომ რო „ქართულ ოცნებას“ აწყობს ის რაც ხდება ეხლა ქვეყანაში, „ქართულ ოცნებას“ აწყობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე მთავარ პოლიტიკურ ძალად შენარჩუნება, სწორედ იმისათვის რაც ეხლა ხდება, რომ არჩევნების წინა პერიოდში მომხდარიუყო პოლარიზება დარჩენილიყო ერთმანეთის პირისპირ ასეთ მკვეთრ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ხალხი კვლავ დაეშნებინათ, რომ თუ არ მიცემთ ხმას „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდება ხელისუფლებაშიო. აი სწორედ აიტომ იყო „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში, სწორედ ამიყომ იყო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლდები რეალურად არ დასჯილან, სწორედ ამიტომ იყო რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდა „ქართული ოცნების“ ხელში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და სწორედ ამიტომ მოხდა“ ნაციონალური მოძრაობა“ არ დაისაჯა როგორც დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია. სწორედ იმიტომ მოხდა ეს რომ „ქართულ ოცნებას“ საფრთხობელად ყოლოდა არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა, რათა ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა ხელისუფლება”,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ ესმის რომ მას ძალიან რთული მდომარეობა აქვს არჩევნებზე.

“მას ძალიან კარგად ესმის, რომ შანსი არ აქვს იმისა რომ უმრავლესობა აიღოს, ამიტომ ის ერთი ნაბიჯითაც არ შორდება ნაციონალური მოძრაობის ტრადიციებს, და განცხადებებითაც და ქმედებებითაც იმეორებს იმას რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა არჩევნების მოახლოების შედეგად, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას არჩევნებზე და ორივე ეს ძალა გაუშვას ხელისუფლებიდან, სწორედ ამიტომ საქართველოს მსოახლეობამ უნდა აირჩიოს ის ძალა რომელიც სამართლიანობას დაამკვიდრებს არა მუშტით არამედ კანონით, სწორედ ამიტომ ხალხმა უნდა აირჩიოს ის ძალა რომელიც დიახაც დასჯის დამნაშავე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დამნაშავე ლიდერებს, მაგრამ არა მუშტით არამედ კანონის სრული სიმკაცრით, სწორედ ამიტომ ყველანი უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და გავისტუმროთ საქართველოს პოლიტიკური არენიდან საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებიდან გავისტუროთ „ქართული ოცნება“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა წავა უმძიმესი გზით თუ ასეთი გზით ვიარეთ როგორც გუშინ დავინახეთ გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო. ბრჭყალებში საუკეთესო ტრადიციებისა, ქვეყანა კიდევ უფრო აირევა, სტაბილურობა არ იქნება, და სტაბილურობის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის მოტანა მხოლოდ მე და ჩემს თანაგუნდელებს შეგვიძლია, ეს გადაწყვეტილება მისაღებია ძვირფასო თანამემამულენო”,-აღნიშნა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” კორცხელის ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე : ბოკერიას დრო პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს