“ქართული ოცნება” საბოლოოდ იხსნის ნიღაბს, გადადის რა ყველა ტიპის ძალადობაზე და უკანონობის “კანინიერებად” გასაღებაზე“ – ამის შესახებ სოცქსელში პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე, პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი გიორგი (გიგიშა) პატარიძე წერს:
„საქართველოს ყველა ჭეშმარიტი პარტნიორის და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ დისკრედიტაციაზე.
რეჟიმი მოერგო ოლიგარქის კაპიტალის დაცვას და კლანური – ელიტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამიტომაც, მათი პარტნიორები მხოლოდ მსგავსი რეჟიმები თუ იქნებიან.
მოქალაქეებს საბოლოოდ გული უცრუვდებათ რიგ საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებზე, მათი უსუსურობის და კოჰაბიტაციური ბუნების გამო. ერთი და იგივე სახეები სხვადასხვა ქურქში გამოპრანჭული ბოლო 35 წლის განმავლობაში…. რომლებსაც მხიარული საკუთარ კეთილდღეობაზე და პარტიულ ინტერესებზე ზრუნავენ.
ბრძოლა გრძელდება, ავტორიტარიზმის, ოლიგარქიის, კლანური ელიტის წინააღმდეგ. აქ აუცილებელია, დროულად განისაზღვროს ვინ ვინ არის, გარდა “ქართული ოცნების”, რომელიც უკვე ღიად მოქმედება ყოველგვარი ფლირტის გარეშე!
ცესკო-ს თავჯდომარე შავ-ლაფ-დასხმულია,
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიყუჟული, მოქალაქეები აღშფოთებული, რეჟიმი აგრესიული…
ერთადერთი გამოსავალი – სამოქალქო და განახლებული პოლიტიკური ენერგია, ხალხის ნება და ამ ახალი პოლიტიკური ფენის მოქალაქეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია – საერთო ბრძოლის კოორდინაცია სისტემის წინააღმდეგ.“