„ქართული ოცნება რჩება მარტო იმ პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა აუცილებლად მოიტანს“ – დავით ბაქრაძე

ე.წ. მოსმენების კანონზე პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პლენარული სხდომის ფარგლებში დეპუტატები განცხადებებს აკეთებენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მარტო რჩება:

„ქართული ოცნება ირებს კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამტავრობო სექტორი, საკონსტიტუციო სასამართლო, ანუ ქართული ოცნება რჩება მარტო იმ უკანონობის დაკანონებაში, რაც დღეს ხდება პარლამენტში და ქართული ოცნება რჩება მარტო იმ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა აუცილებლად მოიტანს მომავალში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“არა ჩადებას!” – აქცია შს სამინისტროსთან
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეაში რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა