“ქართული ოცნება”: რადიკალურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეფექტურად აღიარა დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის დამარცხება

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება” Twitter-ზე ეხმაურება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რადიკალურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეფექტურად აღიარა დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის დამარცხება და იკავებენ ადგილს საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ენმ უარს ამბობს, რომ ხელი მოაწეროს, ევროკავშირის მედიაციით შექმნილ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დასრულების საფუძველია”, – წერია პარტიის Twitter-ის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისია, ვინ იქნებიან დეპუტატები ენმ-დან
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: “დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს”..