ქართული ოცნება რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთის და მთლიანად ქვეყნისთვის – თარხნიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” წევრი, ლევან თარხნიშვილი, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება ბუნებრივ ბარიერთან დაკავიშრებით.
თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნება ვერ ჩამოყალიბდა რა სურს, რადგან ერთიმხრივ ამბობს,რომ ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში, ხოლო მეორემხირვ ცდილობს და იყენებს ყველა ბერკეტს, რათა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში.
თარხნიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეეშვას კლოუნადას და მიხვდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან არის ხელახალი არჩევნები, თვისობრივად ახალი საარჩევნო გარემო და ადმინისტრაცია, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
„ქართული ოცნება ზოგადად ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა, რადგან ერთიმხრივ, მისი ლიდერები აცხადებდნენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ, მეორემხრივ, ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში.
რეალობა არის სულ სხვა, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტალურ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.
ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა, ვერავითარი 0%-იანი ბარიერი და კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის, შესაბამისად, არც ევროპული საქართელო და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, ქართული ოცნება კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთის და მთლიანად ქვეყნისთვის,“ – განაცხადა თარხნიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს