„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად – პაატა ზაქარეიშვილი​

“ქართულ ოცნებაას” მისი ყოფილი წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აკრიტიკებს.
ზაქარეიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” არა პარტიულ, არამედ რეჟიმულ მმართველობაზე გადავიდა.

„ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მაინც გავიდა ის ვარიანტი, რომელსაც ლობირებდა კობახიძე. ეს მეტყველებს, რომ მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად, თავისი თავის დაცვაზე გადავიდა. როდის იწყება ხოლმე რეჟიმზე ლაპარაკი? როცა თავის თავს იცავს და სულ არ ადარდებს სახელმწიფოში რა ხდება. მე რომ მკითხონ დღეს, რა თქმა უნდა ასე არ იქნება, რა იყოს წინასაარჩევნო ლოზუნგი, ლოგო „ქართული ოცნებისა“, შევთავაზებდი, „რა დროს საქართველოა! პარტიაა გადასარჩენი,“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა წერია საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის 41-პუნქტიანი განცხადების სამუშაო ვერსიაში
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური – დაირღვა ევროდირექტივის ვადები, რომელიც საქართველოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანას ავალდებულებს