„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ, ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო – ბოკერია

სუს-ის და ღარიბაშვილის განცხადებები კვლავ ემსახურება ანტიდასავლურ პროპაგანდას, ომის შიშის დანერგვასა და ბოდვას, რომ თითქოს ისინი მეორე ფრონტის გახსნისგან გვიცავენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რითაც „რევოლუციურ სცენარებთან“ დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დამატებით უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ვისთან აიდენტიფიცირებს ივანიშვილის რეჟიმი თავს.

„მილოშევიჩი, რუსეთის ვასალი დიქტატორი, რომელმაც არჩევნებში მარცხის აღიარებაზე უარი თქვა და ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ გამოსვლები. შევარდნაძის უკორუმპირებულესი და რუსეთის მიერ ინფულტრირებული რეჟიმი, რომელმაც ასევე კატასტროფული მარცხი არ აღიარა არჩევნებზე, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია. იანუკოვიჩი, რომელმაც ღიად და დამარცვლით თქვა, რომ რუსეთის ვასალია, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე უარს იძახის, არ უნდა ევროპასთან ასოცირება, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ანუ ღალატი გამოაცხადა, რასაც ასევე მოჰყვა გამოსვლები. მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ ჩვენო, პირდაპირ გვეუბნებიან, არ დავუშვებთ და ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას, უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რათა ნებისმიერი საფრთხე ავაცილოთ ჩვენს საზოგადოებას – მიქანაძე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა