“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.

ასე გამოეხმაურა ხაზარაძე აშშ-ის მიერ საქართველოში შტატების მიერ სანქციების დაწესებასა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვას.

““ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.
სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა “ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას!
მინდა ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა დიპლომატს – დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა!
გააჩერეთ რუსული კანონი”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა – შსს ზუგდიდში მომხდარი ფემიციდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამერიკა ასანქცირებს რუსული რეჟიმის სამსახურში მდგარ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში – გეგელია