“ქართული ოცნება” მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას”, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას”, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან.

“ქართული ოცნება” სერგო რატიანის განცხადებების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება. ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან”,- ნათქვამია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: თუ კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ შევიდეს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება
შემდეგი სტატიაბევრი პოლიტიკური ძალა ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დაბიჯების დიდოსტატია – სერგი კაპანაძე დავით უსუფაშვილზე