“ქართული ოცნება” მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის წევრები ცდილობენ, რომ ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაციები საარჩევნო უბნებზე. მან პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მამუკა მდინარაძემ მაგალითისთვის ენმ-ს წევრები კოტე იოსელიანი და ლილე ლიპარტელიანი დაასახელა.

„რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. კონკრეტული მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ. ბატონი კოტე იოსელიანი მისული იყო ვაკის ოლქში, შექმნა დაძაბული სიტუაცია ხელოვნურად და შეურაცხყოფა მიაყენა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს. ამაზე ბუნებრივია იქნება რეაგირება. ამაში დარწმუნებულები ვართ. და მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მაქსიმალური ყურადღება და მათზე მოახდინონ რეაგირება. ლილე ლიპარტელიანი, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მათი დეპუტატი საკრებულოში კრწანისის უბნებზე გადაადგილდება და უხეშად ერევა უბნის საქმიანობაში. აფერხებს პროცესს. ასეთი შემთხვევები მრავლად არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ამ პროვოკაციული მოქმედებებისა საბოლოო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ასევე ოპოზიციის და სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მსგავსი ფაქტების არსებობა კატეგორიულად უარყო.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილი მივიდა
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა