„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისში წარადგენს

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისში წარადგენს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კანდიდატებს ივლისის თვიდან მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები ექნებათ და სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება.

„ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული პოლიტსაბჭოს მიერ. შესაბამისად, ივლისის თვიდან უკვე ძალიან აქტიურად გავლენ ჩვენი მაჟორიტარები იმისთვის, რომ დაიწყონ შეხვედრები მოსახლეობასთან. ანუ, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება უკვე ივლისის თვეში. ჩვენი გეგმა ეს არის“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში – მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს შემოუერთდა, თუმცა მათი მონაწილეობის გარეშეც საკმარისი ხმები იყო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე-საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს