ქართული ოცნება მარტვილის საკრებულოში უმრაველოსბას კარგავს

უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვებას,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია გამოეხმაურა.

,,თაიმერი” დაინტერესდა,თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ზურაბ ბიგვავა ოფიციალურად,განცხადების საფუძველზე დატოვებს მმართველი პარტიის რიგებს.

“ვერ გეტყვით,ჯერ ბატონ ზურაბ ბიგვავას ოფიციალური განცხადებით არ მოუმართავს ჩვენთვის და თუ დატოვებს უმრავლესობის რიგებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას,რომ მაინცდამაინც ოპოზიციაში გადავა…დაველოდოთ მოვლენებს”,-გვითხრა მან.

მარტვილის საკრებულოში 37 დეპუტატია,აქედან 19 მმართველი პარტიის,ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის-18.

ამ მონაცემებით კი მმართველი პარტია უმრავლესობას დაკარგავს საკრებულოში.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – გახარიას გადადგომამ გააშიშვლა სისტემა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე მაიკე ვან კოლდამს შეხვდა