“ქართული ოცნება” მარეგულირებელში გვიჩივის, რომ არ ვახსენოთ სიტყვები “ოლიგარქი”, “რეჟიმის მსახური” და ა.შ. – ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გადაცემა “მელაძის შაბათის” ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე წერს, რომ მმართვემა პარტიამ ტვ პირველს მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა:

“მარეგულირებელში გვიჩივის ქართული ოცნება, ირაკლი კობახიძის სახელით. ითხოვს აგვეკრძალოს ამ ტერმინების გამოყენება ეთერში, ანუ ჟურნალისტმა და წამყვანმა არ ახსენოს რეჟიმი, ოლიგარქის მსახური, პრორუსული რეჟიმის დეპუტატი და ა.შ. მაგრამ, “კლანის მსახური მოსამართლე” და “სასამართლო კლანი” პარტიასთან რაშუაშია.

ეს ხომ თქვენ არ გეხებათ:)))) სასამართლო ხო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და არა პარტიული დანაყოფი:)))) აბა მურუსიძე, ჩინჩალაძის მაგივრად კობახიძე რატომ ჩივის :)))
საჩივრები მაინც წერეთ ისე კუდები რომ არ დარჩეს :)))

რა იქნება?
1. გაფრთხილება
2. ჯარიმა
3. მაუწყებლობის ლიცენზიის საკითხი – ანუ გათიშვა ეთერიდან”, – წერს ნოდარ მელაძე.

banner
წინა სტატიაშიახალ სატელიტურ ფოტოზე ამურის ოლქში განადგურებული TU-95MS ბომბდამშენი ჩანს
შემდეგი სტატიაოპერაციის დროს СБУ-მ დრონი Оса გამოიყენა, რომელსაც 15 წუთი ფრენა და 150 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია