„ოცნება“ კვლავ ცდილობს ამ არჩევნებში ძალადობრივი გზებით გამარჯვებას, თუმცა ამჯერად ეს არ გამოუვა – ლაშა დამენია

„ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავისი უტიფრობისთვის, თავისი ძალადობრივი ქმედებებისთვის, უნდა დამარცხდეს პირწმინდად“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე ცდილობს, რომ ძალადობრივი მეთოდებით ჩაატაროს და ამით მოახდინოს ამომრჩევლის დაშინება, ოპოზიციური ლიდერების დაშინება, დაუცველია ფაქტობრივად დღეს თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული ამომრჩეველი, მაგრამ ამის ერთადერთი ხსნა და გზა არის ის, რომ უნდა მოხდეს მთელი საპროტესტო ელექტორატის მობილიზება და ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავისი უტიფრობისთვის, თავისი ძალადობრივი ქმედებებისთვის, უნდა დამარცხდეს პირწმინდად, რასაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს.“ – განაცხადა დამენიამ

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერად ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 518 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში – 325, კახეთში – 250
შემდეგი სტატიაგაძვირებული პურის ფქვილი – უკმაყოფილო მოსახლეობა მარტვილში