“ქართული ოცნება” კრიმინალურ სამყაროსთან შეზრდილია”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი საარჩევნო დარღვევებს ხელისუფლების მიერ ოპოზიციაზე თავდასხმას უწოდებს. მისი თქმით, პროვოკაციების მოწყობა ხელისუფლების ინტერესებშია და ოპოზიციამ მათთან დაპირისპირებისგან თავი უნდა შეიკავოს.

“ჩვენ ვხედავთ, რა ხალხი არის მობილიზებული უბნებთან, რა მეთოდებით ცდილობენ მოქალაქეების დაშინებას, ვხედავთ მოსყიდვის ფაქტებს, პირდაპირ უბნებთან დგანან სიებით და იხდიან ფულს”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” წრმომადგენელი საზოგადოებას არჩევნებზე აქტიურობისკენ და “კრიმინალურ სამყაროსთან შეზრდილი” ხელისუფლების ცვლილებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ქართული ოცნების აქტივისტებმა ჟურნალისტებს სცემეს და აგინეს
შემდეგი სტატიამივმართავ მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლონ – ილია მეორემ ხმა მისცა