“ქართული ოცნება კონსესუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით” – პრეზიდენტი

თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, თანხმობა უნდა იყოს ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„95 წელს მე მგონი 23 პარტია იყო პარლამენტში მაშინ. ძალიან ადრე იყო მაშინ ქართული დემოკრატიისათვის და მაშინაც კი, იმიტომ, რომ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაში ხედავდნენ ღირებულებას, მაშინაც კი მოხერხდა კონსესუსი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს, მთავარია იყოს განწყობა, განწყობა იქეთკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. თავისთავად თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, უნდა გვესმოდეს ტრივიალური ჭეშმარიტება, რომ თანხმობა უდა იყოს ფუნდამენტი, ის დუღაბი, რითიც იქმნება კონსტიტუცია და იქმნება ასეთი ტიპის დოკუმენტი.
მთელი ქართული საზოგადოება არის იმ პოზიციაზე, რომ უნდა მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი. ქართული ოცნება კონსესუსს ახორციელებს თავისთავთან დიალოგით. მარტივად, იმისთვის, რომ შედგეს კონსესუსი, უნდა დაიწყოს დიალოგი.“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ, ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, ვიდრე ვიდეო-მტკიცებულებები არ ვრცელდება”
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი – თუ ვისგან იყიდა გიორგი მამალაძემ ციანიდი, ამას ცალკე წარმოებად გამოყოფილი გამოძიება დაადგენს