„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან პიროვნების კულტი შექმნას“ – ლაშა დამენია

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ რამდენად აცდენილია „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ განვითარებას.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ივანიშვილის პიროვნების სკოლის სახელმძღვანელოებში გამოჩენას.

„განათლების მინისტრისგან ამ ნაბიჯის გადადგმა, როდესაც სასკოლო სახელმძღვანელოებში შეაქვს პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურების ბიოგრაფია და მათი დამსახურებები ქვეყნის წინაშე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რაოდენ აცდენილია „ქართული ოცნება“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირის მსგავსად, როგორც ჩვეულებრივი პიროვნების კულტი, ისე წარმოაჩინოს ივანიშვილის დამსახურებები საქართველოს წინაშე.“ – განაცხადა დამენიამ

banner
წინა სტატიაშილაშა ხუციშვილი ირაკლი ღარიბაშვილს – საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გაყინული გვქონდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მომდევნო წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია