,,ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იკრებს ძალას, ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე

წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველისმიხარია, როცა ასეთ ენერგიულ და შემართულ ახალგაზრდებს ვხედავ და კიდევ უფრო სასიხარულოა, როცა ისინი შენი თანაპარტიელები არიან, – ასე მიმართა საქართველოს პრემერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმდჯომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობის მონაწილეებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარტია ,,ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იკრებს ძალას, ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა.ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და, რაც მთავარია, გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია – თქვენი ენერგია, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების გზის ახალგაზრდული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენს სამშობლოს უდიდეს წარმატებებს მოუტანს. მინდა იცოდეთ, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ეს სამშობლოს ემსახურება, სახელმწიფოს მშენებლობასა და ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვლმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალი ღირებულებების ერთგული და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ წარმატებულ ქვეყანას.

„სწორედ ასეთებად მიმაჩნიხართ თქვენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სახით ჩვენ გვეყოლება ნამდვილად ღირსეული ცვლა, რომელსაც მშვიდად გადავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. როგორც იცით, ჩვენ ვაყალიბებთ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს, და მზად ვართ ვუპასუხოთ ახალ ამოცანებსა და გამოწვევებს. ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის კეთდება. ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ განათლების სისტემა. ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ სწორედ ამიტომ განათლების სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ის იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული. ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ ,,სტარტაპების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნესიდეების დაფინანსებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ინოვაცია და საინტერესო ბიზნესიდეები მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ არა აქვთ საწყისი კაპიტალი, სწორედ აქ მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება და დაუფინანსებს საინტერესო წამოწყებებს.

„იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით. ეს მოგცემთ თქვენი პოტენციალის გამოყენების საშუალებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იყო რეალიზებული დღევანდელ ცხოვრებაში. მინდა მოგიწოდოთ თქვენც და ყველა თქვენს თანატოლს, – გამოიყენეთ შანსი, რომელიც დღეს გეძლევათ. თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველის
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი გაბრიელი ბოდიშს იხდის