“ქართული ოცნება” ყოფილ მთავარ პროკურორს ციხეში გაშვებას უვადოდ უპირებს

“ქართული ოცნება” ყოფილ მთავარ პროკურორს უვადოდ ციხეში გაშვებას უპირებს. რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვზე ძებნა ინტერპოილით წითელი ცირკულარით ცხადდება. 10-თვიანი გამოძიების შემდეგ, ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად, დამკვეთად დაასახელეს. გელა გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ ფარცხალაძეს და კანონიერი ქურდის ძმას ბიზნესის გამო დაპირისპირება ჰქონდათ, ამის გამო ფარცხალაძე რომანოვმა, ძმები მიქაძეების კრიმინალურ დაჯგუფებას კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა შეუკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ბრიფინგით დაადასტურა ის, რასაც თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ბიზნესმენის ოჯახი თვეებია ამბობს. მკვლელობას ჰყავდა შემკვეთი და საქმე ბიზნეს დავას ეხებოდა, საუბარია რუსეთში სიგარეტის ტრანზიტზე.

რა იქნება ახლა, ოთარ ფარცლხაძეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებით რუსეთის აგენტი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული პირია. მას აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი. ამიტომ მისი დაკავების და საქართველოსთვის გადმოცემის შანსი მცირეა. ახლა ერთადერთ რაც შეიძლება მოხდეს, თბილისმა მოსკოვს ფარცხალაძის დაკავება და რუსულ ციხეში ჩასმა სთხოვოს.

ოთარ ფარცხალაძე ახლა მოსკოვშია, 2022 წლის შემდეგ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მალავე კი გვარიც შეიცვალა და რუსეთის სამეფო გვარის რომანოვების წარმომადგენელი გახდა. ფარცხალაძე რუსეთში სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესის მფლობელია. მას დღეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ის დიდი ხანია საქართველოში აღარ იმყოფება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძე-რომანოვის საქმე გამოგონილია.

ოთარ ფარცხალაძესთან კავშირებზე არ საუბრობენ შეკვეთილი მკვლელობის სხვა ფიგურანტები. ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ადვოკატები, რომლებსაც გამოძიება ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებას ედავება, ამტკიცებენ, რომ დანაშაულებრივი კავშირი ბრალდებულებს და ყოფილ გენერალურ პროკურორს შორის არ ყოფილა. ოთარ ფარცხალაძე “ქართლი ოცნებისთვის” მხოლოდ ყოფილი მთავარი პროკურორი არ არის, ის ივანიშვილების ოჯახის ნათესავია და წლები ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საყრდენად სახელდებოდა. ფარცხალაძეს როგორც ბიზნესის რეკეტიორს ხელს არაერთი პირი ადებდა. საქართველოს პროკურატურა ოთარ ფარცხალაძეს მხოლოდ ორი თვით ებარა, დანიშვნიდან მალავე გასკდა სკანდალი, რომ ის ბოტასების ქურდობის გამო გერმანიაში იყი ნასამართლევი რის გამოც გადადგა. ოთარ ფარცხალაძემ “ქართული ოცნების” მმართველობის წლების მილიონერად იქცა, ის ერთადერთი ადამიანია ვისაც, ეკლესიაც კი კერძო საკუთრებაში აქვს გაფორმებული.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების ტყვეობაში მყოფი თამარ მეარაყიშვილი “მშრალ შიმშილობაზე” გადავიდა
შემდეგი სტატიაელექტროენერგიის გაძვირება 1-ელ აპრილამდე გადაიდო