“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომ მოვდიოდით, ვამბობდით ბენზინიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდისო და ახლა სად მიდის? – ჭიჭინაძე მაჭავარიანს

მაინტერესებს ერთი ლარი, რომელზეც ვამბობდით, რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა სად წავიდა? – ამ კითხვით ფინანსთა მინისტრს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მიმართა.

დეპუტატი დაინტერესდა, როდესაც იზრდება აქციზის გადასახადი, რატომ არ კონტროლდება საწვავის ხარისხი.

„აქციზის ზრდა რომ მოხდა საწვავში, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? პოლიეთილენი თუ იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში და საწვავი არაფერ შუაშია და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფრის კონტროლი არ ხდება მარტო აქცი0ზის ზრდა ხდება.

კარგად მახსოვს, როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით „ქართული ოცნება“ ვიძახდით, რომ ერთი ლარი ბიზნესში სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ეს ერთი ლარი აქციზში წავიდა,თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მინისტრს განუმარტა, რომ ქვეყნიდან მოქალაქეები მძიმე სოციალური ყოფის გამო გარბიან. მისი თქმით, „ფაქტჩეკმა“ ივანე მაჭავარიანი ტყუილში უკვე ამხილა.

„თქვენ ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს რომ 2077 წლამდე თქვენთვის არ არის კეთილდღეობა, თქვენთვის არ არის პერსპექტივა და სწორედ ამიტომაც არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან.

კი არ გადის,პირდაპირ გეტყვით, გარბის. „ფაქტჩეკმა“ თქვენ ტყუილში გამხილათ,როდესაც თქვენ განაცხადეთ, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა,“-მიმართა ჭიაბერაშვილმა მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი – სამშენებლო სექტორში შენელება რეგულაციებამდეც შეინიშნებოდა, ამიტომ იპოთეკაზე დამატებითი რეგულაციების მომხრე არ ვიყავი
შემდეგი სტატიაშსს-მ გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი ხევსურეთიდან ვერტმფრენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა