“ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და მერე “ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან”, – ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით:
“ჩვენ ათასობით დადასტურებული ფაქტი გვინახავს, როგორ უნაწილებს “ქართული ცონება” ხალხის ბიუჯეტიდან მათთვის სასურველ კომპანიებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და მერე “ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან. ეს არის ხალხისთვის მოპარული ფული, რომელიც აკლდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს, ეს არის ის ფული, რის გამოც ცხოვრება უძვირდება ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს დიდი ოდენობით “შავი ფული”, რითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას, ამიტომ ჩვენი ერთიანობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. ეს დაანგრევს ამ კორუფციულ სქემებს და ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ამ ქვეყანაში ფასებმა დაიწიოს”, – განაცხადა განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, აგვისტოს პირველ რვა დღეში, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო. ეს თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის მიერ მიღებულ თანხას. მეორე ადგილზე პარტია “ახალია”, რომელმაც ამ პერიოდში 225.000 ლარის შემოწირულობა მიიღო.