“ქართული ოცნება” ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ოფიციალური პირებისა და ბიძინა ივანიშვილის ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი ნიშნულია იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს განაცხადს უარი უთხრას.

ვაშაძის შეფასებით, ისტორიული შანსი, რომელიც დღეს საქართველოს გამოუჩნდა აუცილებლად გამოსაყენებელია

“ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას.

ფორმალურად ავსებენ განაცხადს ერთი ხელით და მეორე ხელით ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს აკავებენ. ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გვაქვს მიკერძოებული მართლმსაჯულება. დასავლელი პარტნიორების მიმართ ცილისწამებლური და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებაზე არიან გადასულები.

უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ეს შანსი არ უნდა ჩავაბაროთ ოლიგარქულ ან კლანურ მმართველობას, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველად საქართველოში! – პროექტი HIGHLANDER – მთამსვლელებისა და უბრალოდ, ლაშქრობის მოყვარულებისთვის
შემდეგი სტატიარასმუსენი გერმანიის მთავრობას აკრიტიკებს