„ქართული ოცნება“ იტყუება, რადგან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში – ბოდიში მოიხადონ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მათი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს – სამადაშვილი

ბოდიში მოიხადონ ჩემთანაც და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი გაფუჭებული საქმე როგორმე გამოვასწოროთ , – ასე პასუხობს “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ის ევროპარლამენტში ქვეყნის ინტერესების მტრობაში დაადანაშაულა.

სამადაშვილის ინფორმაციით, სიმართლე ისაა, რომ ისინი ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ითხოვდნენ, პასუხი კი იყო , რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, მსგავსი რეზოლუცია იქ არ მიიღონ.

“რატომ იტყუება შეშინებული ქართული ოცნება? – იტყუება, რადგან ძალიან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში. ღარიბაშვილმა განაცხადა, თითქოს ევროპარლამენტში მე და ჩემი კოლეგები ვლობირებდით იმას, რომ სტატუსი არ მივიღოთ, სიმართლე კი არის საწინააღმდეგო. ჩვენ ევროპარლამენტში ვითხოვდით, რომ მიიღონ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია, როგორიც მიიღეს მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში. პასუხი, რაც მივიღეთ იყო ის, რომ “ქართული ოცნება” აქტიურად ცდილობს, რეზოლუცია არ იქნას მიღებული, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ მასში ჩაიწერება მაგალითად, 5 ივლისის ძალადობის ამბები, თავისუფალი მასმედიის ხელმძღვანელის დაპატიმრება და ბევრი სხვა პრობლემა, მათ შორის, მიშელის შეთანხმებიდან გასვლა. დღეს ქალბატონმა ბოჭორიშვილმა საოცარი ტყუილი თქვა, თითქოს ევროპარლამენტს ასეთი მხარდამჭერი რეზოლუცია მიღებული აქვს. როცა ვთხოვე წარმოედგინა საბუთი, მან ჩამონათვალი მომცა და ბოლო რეზოლუცია მიღებულია 2020 წელს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შეტანის შემდეგ ევროპარლამენტს არანაირი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაბრაზების შესახებ განცხადება ზოგადად გავაკეთე – მეჩვენება, რომ საზოგადოება მიძინებულია – ალასანია
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია: მეგობრობის ჯგუფები იქნებიან ეკონომიკური აქტივობების ერთგვარი ლიდერები, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება საქართველო-თურქეთის ურთიერთობების დღის წესრიგში