ზუგდიდში ,,ქართული ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს?

ხელისუფლებას და მმართველ კოალიციას შეუძლია გათელოს ყველა ინსტიტუტი

“როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მაისში დაგეგმილ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს!
მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი, მინდა მივესალმო ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურის განხილვას და ირაკლის წარმატებები ვუსურვო.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მინდა განვაცხადო!
ირაკლი ჩიქოვანი არის ერთადერთი კანდიდატი ჩემთვის ცნობილ კანდიდატთა შორის, რომელსაც შეუძლია ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს და დაამარცხოს იგი!!!
აგრეთვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მე მას მხარს ვუჭერდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მინდოდა ჩემი ქალაქი პარლამენტში წარმოდგენილი ყოფილიყო არა ორი მდუმარე და სამარცხვინო მაჟორიტარის, თოლორაია – ქვარაიას, არამედ სწორედ ირაკლის სახით!
ჩემი დიდი სურვილი იყო, აგრეთვე, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ყოფილიყო არა როლანდ ახალაიას მეეზოვე ლაშა გოგია, არამედ ირაკლი ჩიქოვანი.
ერთი სიტყვით, ჩემს თანაქალაქელებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ირაკლი ჩიქოვანს, რადგან, ვფიქრობ, ამ ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდელებს პირველად გვეძლევა შანსი, ქალაქისთვის შესაფერისი და ღირსეული მერი გვყავდეს!”-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ლიდერების კონფერენცია
შემდეგი სტატიაგერმანიამ ლენინგრადის ბლოკადის გადარჩენილ მსხვერპლთ 12 მილიონი ევრო გამოუყო