“ქართული ოცნება” ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება

საარჩევნო სისტემაში ინიცირებული ცვლილებების გარშემო ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობასთან დღეს მორიგ შეხვედრას მართავს.

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მომხრე პოლიტიკური პარტიები კომპრომისებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ, თუმცა 2016 წლისთვის რეგულაციების განახლების მოთხოვნის დათმობას, არ აპირებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, 2016 წლისთვის საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ინტერპარტიული ჯგუფის განმარტებით, ცვლილებების განხორციელება არჩევნებისთვის პროცედურულად ჯერ კიდევ შეიძლება მოესწროს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ოპოზიციამ პარლამენტში 240 ათასი ხელმოწერით წარადგინა.

შეხვედრა სასტუმრო “რედისონში” იმართება.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული “კანონიერი ქურდი” გოგა ხაინდრავას უახლოესი მეგობარია
შემდეგი სტატიაქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ