,,ქართული ოცნება“ იმერეთში დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს

დღეს, იმერეთში ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. შეხვედრა, რომელიც საღამოს 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი, ექიმი დიმიტრი მხეიძე და ქალაქის N41-ე საჯარო სკოლის დირექტორი, გენადი მარგველაშვილი სახელდებიან.

მაჟორიტარობის კანდიდატებს საქართველოს პრემეირ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო კონფერენცია “პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის” გაიმართება