ქართული ოცნება“ გვეუბნება, მუხტი დავარდა და აქცია დაიშალაო, რა უნდა გვექნა – ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! – მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ გვეუბნება, მუხტი დავარდა და აქცია დაიშალაო, რა უნდა გვექნა – ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანი მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით ხელისუფლების შეცვლაა.

„საოცარ რიტორიკას ვაწყდებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, ერთი მხრივ პროპაგანდა იყო, რომ ჩვენ არეულობა და ქაოსი, ქვეყნის დანგრევა გვინდა, არაფერი გაგვიკეთებია მსგავსი და გვეუბნებიან – „მუხტი დავარდა, სახლში წავიდნენ, აქცია დაიშალა”. რა უნდა გვექნა, ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! არ უნდა დაშლილიყო აქცია და სახლში არ უნდა წასულიყო ხალხი?! ღარიბაშვილი რომ ბრიყვია და არ გადადგება ან ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს, ამის გამო ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ?! ჩვენ გვინდა პროტესტით, მშვიდობიანად, არაძალადობრივად ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი” საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას გაიზიარებს.

„შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას რაც შეეხება, ოპოზიციის შეხვედრა გვექნება და ჩვენი საერთო გადაწყვეტილების მონაწილეები ვიქნებით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ამას დავუჭერთ მხარს.

ჩემი პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებას, მათი პირობებით და დღის წესრიგით, აზრი არ აქვს, რადგან ერთხელ როცა მიყვები და გეშლება, ეს არის შეცდომა, როცა ამას მეორედ და მესამედ აკეთებ, არის სიბრიყვე ან მიზანმიმართული მავნებლობა. არც სიბრიყვეში მინდა მონაწილეობა და არც მავნებლობაში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიპყრეს – გაიდაი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა