“ქართული ოცნება”: გამძლეობას ვუსურვებთ საფრანგეთს ამ მძიმე წუთებში

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ეს არის შემაძრწუნებელი ტრაგედია. სამწუხაროა, რომ მორიგ ტერორისტულ აქტს კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. ეს არის მსოფლიო ტრაგედია, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე. დიდი გულისტკივილით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. გამძლეობას ვუსურვებთ მათ ამ მძიმე წუთებში“ – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა. ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 , ხოლო დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

 

banner
წინა სტატიაშიპანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება ოჯახის წევრებმა დაადასტურეს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა