“ქართული ოცნება“ გადავიდა ამომრჩევლის ტერორზე, ხვალ საქართველოში გვეყოლება 100 ფარცხალაძე“ – თამარ კორძაია

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზს განმარტავს.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი ამომრჩევლის ტერორზე გადავიდა და ხვალ საქართველოში გვექნება სარდაფებში ნაცემი ხალხი და ძალადობის ქვეშ მყოფი დათრგუნული საზოგადოება.
„როდესაც საზოგადოების დაკვეთაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული კანდიდატი არ იყოს პრეზიდენტი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოებას მოუსმინოს ამ შემთხვევაში. დღეს ჩვენ ვუსმენთ პარლამენტის წევრს, რომელიც ამბობს, რომ, თუ აირჩევთ გრიგოლ ვაშაძეს, ეს იქნება სამოქალაქო ომის დასაწყისი. ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა ანუ ქართული ოცნება გადავიდა ამომრჩევლის ტერორზე და ამას თუ ჩავყვებით, ხვალ საქართველოში გვექნება 100 ფარცხალაძე ერთის მაგივრად, ხვალ საქართველოში გვექნება სარდაფებში ნაცემი ხალხი და ძალადობის ქვეშ მყოფი დათრგუნული საზოგადოება, მაგრამ ეს საზოგადოება ამას რომ არ მიიღებს, ეს არის ცალსახა და ნათელი” – აღნიშნა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან – სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს