„ქართული ოცნება“ ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმის ტექსტს ავრცელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმის ტექსტს ავრცელებს.

„2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო აგიტაციისას კონტრაქციების თაობაზე

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები:

ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა,

ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს,

ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“,-ნათქვამია მემორანადუმში.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასმა მევენახემ ჩააბარა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება