“ქართული ოცნება” ძალიან მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის დიქტატურის გამეორებას” – ევროპარლამენტარი კრამერი

“რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრამერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ძალიან მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის დიქტატურის გამეორებას.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მათ ქართველები და ბელარუსები, რადგან არსებობს ხალხი და მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ამაყად დგას და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

ბელარუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დიქტატურაა, და “ქართული ოცნება” ძალიან მკაფიოდ ცდილობს მის გამეორებას. ისინი იყენებენ კამიტს, გაზს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში და რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია. მაგრამ ამავე დროს, ის, რასაც მზია და ანდჟეი აჩვენებენ, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ საქართველო და ბელარუსი, ქართველები და ბელარუსები, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ არსებობს განსხვავებული ბელარუსი, არსებობს განსხვავებული საქართველო, არსებობს ხალხი და მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ამაყად დგას და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რადგან ჩვენ გვაქვს ფუფუნება, ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ქიმიურ იარაღის ან უკანონო პატიმრობას, სწორედ ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივცეთ ხმა ქართველებს, ბელარუსებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შეუძლიათ. ამიტომ, ეს არის საამაყო მომენტი, რომ გვყავს ასეთი ძლიერი სახაროვის პრემიის ლაურეატები და ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, გვესმის მათი და მათ გვერდით ვდგავართ,” – განაცხადა ტობიას კრემერმა.

banner
წინა სტატიაში“თუ, რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინას, ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება” – დონალდ ტუსკი
შემდეგი სტატია“ამერიკული მხარე მზად არის აიღოს იურიდიული ვალდებულებები. ჩვენ არ გავიმეორებთ მინსკის შეცდომებს” – გერმანიის კანცლერი