“ქართული ოცნება” ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს – პრემიერი GFK-ს კვლევას ეხმაურება

პრემიერიმინისტრს არჩევნებზე ქართული ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვების იმედი აქვს. გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის დაკვეთით გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაუერბა.

გიორგი კვირიკაშვილი მთავარ ამოცანად არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას მიიჩნევს.

„ჩვენ ბევრი ასეთ კვლევა გვინახავს და გვინახავს ძალიან განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით ამ არჩევნებზე გაიმარჯვებს და ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ძალიან დიდი უპირატესობით, ეს იქნება სავარაუდოდ 100-ზე მეტი ადგილი პარლამენტში. ვნახოთ არჩევნები წინ არის, ჩვენ ვართ მოწოდებული რაც მთავარია, რომ ჩავატაროთ ერთ-ერთი დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იქნა შეფასებული, როგორც დემოკრატიული არჩევნები,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვლევა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე.

გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს ან მინუს 2.1 პროცენტს. გამოკითხულთა 77 % დათანხმდა ინტერვიუზე და კითხვარის შევსებაზე.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ და გიორგი რუხაძემ სტრასბურგისა და ბრიუსელის ვიზიტი შეაჯამეს
შემდეგი სტატია“არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი იყო წინასაარჩევნო ფორმისთვის” – ბესელია ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე