“ქართული ოცნება“ დღესაც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე” – გია ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

„მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ბევრი არაფერი შეცვლილა არც კეთილდღეობის და არც თავისუფლებების მიმართულებით,“ – ეს განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განვლილი 3 წლის შეფასებისას გააკეთა.

ის ფიქრობს, რომ მერიის ფუნქციონირების პარტიულ ინტერესების გამოყენებაში როგორც დღევანდელი, ისე ყოფილი ხელისუფლების დროს შეიმჩნეოდა.

„ამიტომ ლოზუნგი, რომელიც მოთხოვნადია დღეს თბილისელ ამომრჩეველში, არის -გავწმინდოთ თბილისი კლანური და პარტიული ინტერესებისგან,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს გარკვეული სისუსტეები აქვს და ამასთანავე, ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში, მის მარგინალიზებას შეეცდება.

„ამომრჩეველს სჯერა, რომ ელისაშვილს აქვს ამოცანის შესრულების სურვილი, მაგრამ ეჭვი ეპარება, რამდენად შეუძლია მას ამ ამოცანის შესრულება,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ელისაშვილს „ქართული ოცნების“ ხმები მიაქვს და მმართველი პარტიის კანდიდატის, კახი კალაძის პირველ ტურში გამარჯვებას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. ის ასევე მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

„ელისაშვილი არის მექანიზმი იმისა, რომ მეორე ტურში შედგეს,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, უდუმაშვილს გამარჯვების ნაკლები შანსი ექნება.

„უდუმაშვილი ვერ მოახერხებს ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციას, იმიტომ რომ ელისაშვილის ამომრჩეველი არ მისცემს ხმას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს,“ – აცხადებს ხუხაშვილი.

მისი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ სახლით, რადგან პარტია კვლავ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რესურსს იყენებს.

„ქართული ოცნება“ დღესაც პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე, მიუხედავად იმის, ბიძინა ივანიშვილი არის რეალურად პოლიტიკურ პროცესებში, თუ არა. ამ პარტიის სტაბილურობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი არის ავად ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი
შემდეგი სტატიააფხაზი ბლოგერი, პედოფილიის ფაქტების გამო საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს