„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

როგორც „თაიმერს“ პარტიიდან აცნობეს, კანდიდატებს საზოგადოებას თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.

ღონისძიება ბოტანიკის ინსტიტუტში 20:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დელეგაციები ქვეყნიდან გააძევა
შემდეგი სტატიამთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ოქტომბრიდან დაიწყება