„ქართული ოცნება“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში გამოკვლეული 135 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი