„ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციას დაესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

პრეზენტაცია 20:00 საათზე „ექსპო-ჯორჯია”-ში ჩატარდება.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტობერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება