,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეოთხე ყრილობა დასრულდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეოთხე ყრილობა დასრულდა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. დღესვე მოხდა განახლებული პოლიტ-საბჭოს დამტკიცება. პოლიტ საბჭოში 9 ახალი წევრია.
ყრილობას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდნენ.
ყრილობაზე მიწვეული არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები”
შემდეგი სტატია,,მიიღეთ ეს დავალებად – ხვალიდანვე დაიწყეთ პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან”